18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ბოლნისის 48 დასახლებული პუნქტიდან გახსნილია 46 - გეტა და მუშევანი ისევ დაკეტილი რჩება

მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გაუქმდა ბოლნისში, დღეიდან მოქალაქეებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ. უკვე დაშალეს ბლოკ-საგუშაგოები. თუმცა, შეზღუდვები ნარჩუნდება სოფელ მუშევანსა და გეტაში, სადაც ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ აქტიურად იკვლევენ.

ბოლნისის მოსახლეობის თქმით, მათ ეკონომიკური კუთხით მდგომარეობა გაცილებით გაუუმჯობესდებათ, რადგან ხალხს თავისუფლად გადაადგილების და მუშაობის საშუალება მიეცემა. ბოლნისელები იმედოვნებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას არ გამოიწვევს.

ბოლნისის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით ბოლნისის 48 დასახლებული პუნქტიდან გახსნილია 46.

"48 დასახლებული პუნქტიდან 46 არის გახსნილი, დაკეტილი და საკარანტინო ზონაშია მხოლოდ და მხოლოდ სოფელი მუშევანი და გეტა, იქ ყოველდღიურად მუშაობენ როგორც მედიკოსები ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი მწყობრში დგება," - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ორი დასახლებული პუნქტის გახსნა ეპიდსიტუაციის მიხედვით მოხდება.

დღის ამბები