27 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა - ფერმერები მუშაობას განაგრძობენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე  ზურაბიანმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი  ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.

სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ  მრავალწლიანი  ხეხილის ბაღების გაშენება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო,  ამჟამად 16 ჰექტარზე  გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება. 

დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა  შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა. 

დღის ამბები