08 სექტემბერი 2026,   02:40
ვრცლად
რუსთავში პოლიციამ ორი პირი სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის დააკავა

პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით რუსთავში ორი პირი დააკავა. დაკავებულები ერთ-ერთ ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს იპარავდნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალით, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

დღის ამბები