18 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
70 წლის ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა - უბედური შემთხვევა საგარეჯოში

საგარეჯოში უბედური შემთხვევის დროს 70 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. 

დახმარება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სცადეს, თუმცა მიღებული დამწვრობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.

დღის ამბები