18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
პროტესტი ფოთში - ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივები მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებენ, რაც, მათი თქმით, აზიანებს სახლებს, წარმოქნილი მტვერი და გამონაბოლქვი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

აქციის მონაწილეები ალტერნატიული გზის გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და სამომავლოდ იგეგმება შემოვლითი გზის გაყვანა, თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია და დროს საჭიროებს.

დღის ამბები