24 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის თრეილერი გამოაქვეყნა

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის თრეილერი გამოაქვეყნა. სამ ეპიზოდიანი სერიალი "მოწამვლა სოლსბერიში" ტელეარხ BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა.

სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალის როლს კი ჯილ უინთერნიცი ასრულებს. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

რუსეთის ГРУ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები