25 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
თორაძეების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართლებრივი დახმარების თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყებაში "რუსთავი2-ს" დაუდასტურეს.

თამარ თორაძე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და აშშ-ში ცხოვრობს,  საქართველოს გენერალური პროკურატურისგან 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამისი უწყებებისგან მისი დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარება ითხოვა.

თორაძეების ოჯახის 5 წევრი - დედ-მამა და 3 შვილი 1992 წელს მოკლეს, 2 ძმა კი დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

დღის ამბები