ბოლნისში კვლევის პასუხებს ელოდებიან. მუნიციპალიტეტიდან ეპიდემიოლოგებმა 20 ბიოლოგიური მასალა უკვე აიღეს და შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
მათგან 12 სოფელ მუშევანიდან - 8 ცხელების ცენტრის პაციენტი, დანარჩენი კი სასწრაფოს პერსონალია.
ამ დრომდე ბოლნისში სულ 175 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, 89 კი გამოჯანმრთელდა.