26 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
გურჯაანში მსუბუქი ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - მანქანაში მყოფი 4 პირი პოლიცის განყოფილებაში გადაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყი პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები ავტომანქანას ჩხრეკენ.

"კურიერის" ინფორმაციით, კახეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მსუბუქი ავტომობილიდან ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, მანქანაში მყოფი 4 პირი კი, გურჯაანის პოლიცის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, არცერთ მათგანს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები