06 სექტემბერი 2026,   11:05
ვრცლად
"არავინ იცის, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში" - მაკა სოლოღაშვილის თქმით, მეზობელი ქვეყნების დახმარების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნის დახმარების გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ არავინ იცის როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება ქვეყანაში რამდენიმე კვირის შემდეგ. 

"მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად დაგეგმვა, ვფიქრობ ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს, თუ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას. არავინ არ იცის რამდენიმე დღეში - ხვალ, ორი დღის შემდეგ, ორი კვირის შემდეგ რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე, ვართ მზად რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, ცენტრალიზებულად რაც იქნება ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, ყველა ვიმოქმედებთ იმის მიხედვით. მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენ ​ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი გვყავს და რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა საჭიროებისთვის, თუ გამოჩნდა დაინფიცირებული პაციენტები, მათ არ მოვაკლოთ ადგილი და მზრუნველობა.

ზოგადად, ამ თემაზე მსჯელობა გვქონდა, მაგრამ კონკრეტული კლინიკები არ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ეს არის ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება და ქვეყნის მიერ გადასანაწილებელი, თუ კი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები