18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილების ოჯახისთვის - აგორებული სკანდალის შემდეგ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი "რუსთავი 2-ის" კამერამ პირველად გადაიღო

აგორებული სკანდალის შემდეგ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ცოლი პირველად გადაიღო "რუსთავი 2-ის" კამერამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის დაპირისპირება სასამართლოში გრძელდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე 6 საათია გრძლდება.

ამჯერად პროცესი, ჩოგბურთელის დედის შემაკავებელ ორდერს ეხება. რას ითხოვს საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგნის ყოფილი ცოლი ამჯერად - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილმა, რომელმაც სასამართლოს სხდომა მის დასრულებამდე დატოვა, "კურიერთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ნიკოლოზ ბასილაშილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით კი, შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილების მთელს ოჯახზეა გაცემული, რომელსაც უფლებადამცველი ასაჩივრებს.

"შემაკავებელი ორდერი არის გასაჩივრებული და ამჟამადაც მიმდინარეობს საკითხის გარჩევა. მთელი ოჯახის მიმართ არის შემაკავებელი ორდერი გამოწვეული. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა პროცესი,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. ის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, 16 ივლისს არის ჩანიშნული.

დღის ამბები