08 სექტემბერი 2026,   07:25
ვრცლად
ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის უფლებადამცველი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

დღეს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ჭინჭარაული სასამართლოს წინაშე წარსდგება, რომელსაც ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში, 7 ივნისს მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ის მალევე დააკავეს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელე თავს იცავდა.

"პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. მე დავაყენებ შუამდგომლობას  5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. ვნახოთ რას გაიზიარებს სასამართლო.

საქმეში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს ჩხუბი არ წამოუწყია და თავდასხმა მოხდა იმ პირების მიერ," - აღნიშნა გოჩა თედიაშვილმა. 

დღის ამბები