15 სექტემბერი 2026,   07:02
ვრცლად
კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. საუბარია საგარეჯოში მცხოვრებ კაცზე, რომელიც  თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და  მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც COVID-19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. 

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ისინი გადაყვანილი არიან  საკარანტინო ზონაში.

დაინციფირებული კაცი, მეორე დღეა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დღის ამბები