20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
ჯეიმს კუკის ძეგლის დაზიანების გამო პოლიციამ სიდნეიში ორი ქალი დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში ინგლისელი მოგზაურისა და მკვლევარის, ჯეიმს კუკის, ძეგლის დაზიანების გამო ორი ქალი დააკავა.

"როიტერის" ინფორმაციით, დაკავებულებმა კუკის ძეგლი საღებავებით მოხატეს. მათ საკუთრების დაზიანება ედებათ ბრალად.

ჯეიმს კუკის ძეგლი სიდნეის საბჭოს თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გაწმინდეს. მოგზაურებისა და მკვლევართა ძეგლების დაზიანება ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო მსვლელობების ერთგვარი გაგრძელებაა.

ქმედებებს მსოფლიო მედია კულტურული ვანდალიზმის სახელით მოიხსენიებს.

დღის ამბები