რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ოჯახი კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ცხოვრობს. ინფიცირებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.
რესპუბლიკური სავადმყოფოს სანიტარს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ოჯახიდან გუშინ სულ 6 ნიმუში აიღეს, შედეგები კი დღეს გახდა ცნობილი.
ადგილზე ღრმაეპიდემიოლოგოური კვლევები მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს ახლა ღრმა ეპიდკვლევა. მოხდება ნიმუშების აღება. ზოგიერთი პირის თვითიზოლაციაში გადაყვანა.
სოფლის ჩაკეტვის რეკომენდაციის გაცემისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. შედეგებს შემდეგ შეგატყობინებთ," - განაცხადა ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა.