18 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე - EMC-ის ხელმძღვანელი სუს-ში გამოკითხეს

სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური EMC-ის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგამოძიებო უწყებაში რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. საუბარია მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის გამო უკმაყოფილებასა და განვითარებულ მოვლენებზე.

თამთა მიქელაძე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო დაწყებული უთანხმოების პროცესში მარნეულში აქტიურად მუშაობდა.

მოწმის სტატუსით სუსში გუშინ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, სამოქალაქო აქტივისტები და მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. სხვა მოწმეების მსგავსად, თამთა მიქელაძემაც ხელი მოაწერა გაუთქმელობის ხელშეკრულებას და ის დეტალებზე მედიასთან ვერ საუბრობს:

"ის მოსაზრებები, რომელიც ჩვენ ამ გამოძიების მიმართ, მის სოციალურ გავლენებზე, მათ შორის ადგილობრივ აქტივისტებზე გვაქვს, ჩვენ ეს გავუზიარეთ და ჩვენ ყოველთვის გავიმეორებთ ამას, რომ სახელმწიფო მსგავს საკითხებს ძალიან დელიკატურად უნდა მოეკიდოს და უნდა გააცნობიეროს ის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ იგივე საქართველოს აზერბაიჯანელ თემში გვაქვს აქტივიზმის, თვითორგანიზების, დემოკრატიის მიმართულებით. დღეს ამ აქტივისტებს უნდა ხვდებოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნდა იქმნებოდეს მათთან სადისკუსიო მყარი პლატფორმები და რეალური ინტეგრაციის პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ და არა მათ მოსაზრებებს გამოძიება ამოწმებდეს," - აცხადებს თამთა მიქელაძე.

დღის ამბები