08 სექტემბერი 2026,   05:23
ვრცლად
მურმან დუმბაძე ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმის ფირუზ წულუკიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

რამდენიმე დღის წინ წულუკიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მამა დავით რიჟვაძე მათ სოლიდური თანხის სანაცვლოდ არჩევნებში დახმარებას სთხოვდა. მათ დავით რიჟვაძეს დახმარებაზე უარი უთხრეს რის გამოც მისი ძმის დაკავება განახორციელეს. დუმბაძე ამბობს, რომ რეზო წულუკიძის დაკავება ქვეყანაში არჩევნების წინ ძალადობრივი მეთოდების ამოქმედების სიგნალია.

დუმბაძის თქმით, სწორედ თორნიკე რიჟვაძის მამა ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის აქციების დარბევას. 

დღის ამბები