ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულებიდან 3 რუსეთიდან დაბრუნებული კადეტია, ერთი კი სამხედრო მოსამსახურე.
ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 81 შემთხვევაა გამოვლენილი.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში ვირუსის სულ 36 შემთხვევაა გამოვლენილი.