08 სექტემბერი 2026,   06:21
ვრცლად
გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის 2 მოწმე დაიკითხება

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაცვის მხარის 2 მოწმე დაიკითხება. ერთი აქციის მონაწილეა, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა რურუასთან ერთად 20 ივნისის ღამეს და ასევე ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დნმ-ის აღების პროცესს დაესწრო.

"დაიკითხება დაცვის მხარის ორი მოწმე. აქედან ერთი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე გიორგი რურუასთან ერთად. შესაბამისად, ისიც წინა პროცესზე  დაკითხული მოწმეების მსგავსად, იმედი გვაქვს დაადასტურებს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ასევე დაიკითხება ადვოკატი გაიოზ ნიჟარაძე, რომელიც იმყოფებოდა ციხეში იმ დროს, როდესაც გიორგი რურუას პირადი ნივთების უკანონო ამოღება ხდებოდა და დოკუმენტების გაყალბება ხდებოდა პოლიციელთა მხრიდან, არ მისცეს შესაძლებლობა ადვოკატს, რომ დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას, რაც არის ცალსახად დარღვევა," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

დღის ამბები