07 სექტემბერი 2026,   19:12
ვრცლად
19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის საქმე - მოწმეების გამოკითხვა დღეს ისევ გაგრძელდება

19 წლის ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე მცხეთის პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა დღეს ისევ გაგრძელდება. საუბარია ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ მორაგბეებზე, რომლებიც დაკითხვაც ჯერ კიდევ გუშინ უნდა მომხდარიყო. თავად სპორტსმენები დუმილს ამჯობინებენ. მათი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ "ტოიოტას" მგზავრები მცხეთაში ვითარების განსამუხტავად ჩავიდნენ. გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და ექპერტიზის დასკვნას ელოდება. ჰქონდა, თუ არა გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში მიყენებული - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხი 45 სამუშაო დღეში უნდა ჰქონდეთ. სისხლის სამართლის საქმე უკვე ორი მუხლით არის აღძრული თავისუფლების უკანონო აღკვეთას ძალადობის მუხლიც დაემატა.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია ისინი ოქროს მოწმის საფუძველზე არიან დაბარებული. ესენი ბოლოს მიდიან, სიტუაციის განსამუხტად, თუმცა ცოტა დაიგვიანეს. გურის სთავაზობდნენ, რომ იგი იყო მარტო და წასულიყო მათთან ერთად თბილისის მიმართულებით. ისიც დაეთანხმა ჩაჯდა, გიორგი არ უნახავთ. ფიზიკურად ვერ ნახავდნენ, ღამე იყო," - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

დღის ამბები