08 სექტემბერი 2026,   05:46
ვრცლად
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დაკავებული 10 პირი - შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

პოლიციამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი ლილუაშვილი გამართავს.

დღის ამბები