25 ივლისი 2021,   06:37
ვრცლად
ევროპის კულტურული ცხოვრება ნელნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება - დღეს პარიზში მსოფლიოში ცნობილი ორსეს მუზეუმი გაიხსნა

მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმი და საფრანგეთის სიამაყე, ორსეს მუზეუმი გაიხსნა, თუმცა მას ფუნქციონირება ახალი წესებით მოუწევს.

თუკი აქამდე ორსეს მუზეუმს შესაძლებლობა ჰქონდა, დღის მანძილზე 15 000 ათასი მნახველი მიეღო, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ვიზიტორების მაქსიმალური დღიური რაოდენობა 5 000-ით შემოიფარგლება. ჩაკეტილი საზღვრების გამო იმპრესიონისტული ხელოვნების სასახლეს, ძირითადად, ადგილობრივები სტუმრობენ.

ორსეის მუზეუმი, რომელიც მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, მსოფლიოში იმპრესიონისტთა ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია, ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, ფოტოები და სხვა ხელოვნების ნიმუშები.

ივლისიდან შიდა ტურიზმი განახლდება დიდ ბრიტანეთში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სამთვიანი ლოქდაუნის შემდეგ კვლავ გაიხსნება მუზეუმები, გალერეები, ასევე ბარები და რესტორნები. როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, წინასწარ შემუშავებული რეგულაციების პირობებში ტურისტებზე გათვლილი ბიზნესი კვლავ შეძლებს მუშაობას, გახსნისთვის ემზადება "სოჰოს" ცნობილი გასართობი სივრცეც, თუმცა ბარებისა და რესტორნებიც მფლობელები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, სოჰოს მთავარი ფასეულობა, "თავისუფლება" და დამოუკიდებლობა შეზღუდოს, რადგან აუცილებელი იქნება სტუმრების მუდმივი კონტროლი, რათა არ მოხდეს სოციალური დისტანციის დარღვევა.

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის კინოინდუსტრია საქმიანობას უბრუნდება, გადაღებები განაახლა ერთ ერთმა ყველაზე პოპულარულმა საპნის ოპერამ "ცეტრალ მარკეტმა", თუმცა სერიალზე მომუშავე ჯგუფს პავილიონის გარემო განსხვავებული დახვდათ, მსახიობებსა და ტექნიკურ ჯგუფს დროგამოშვებით აუცილებელი შესვენების გამოცხადება უწევს, რა დროსაც სადეზინფექციო პროცედურები მიმდინარეობს.

ესპანური კინოაკადემიის ცნობით, პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა კინოინდუსტრიას ასობით მილიონი ევროს ზარალი მოუტანა, თუმცა მათ, ვინც პოსტ კოვიდური პერიოდის მსოფლიოს დროულად აუღო ალღო და კინოთეატრები ავტოსადგომებზე მოაწყო, ბიზნესმა მნიშვნელოვანი მოგებაც მოუტანა.

ავტორი : სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები