08 სექტემბერი 2026,   07:33
ვრცლად
ჩოხატაურში "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს დენმა დაარტყა

ჩოხატაურში "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დენმა დაარტყა.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკაში გულის გაჩერებით კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.

როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, შრომის უსაფრთხოება კომპანიაში დაცულია, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები