18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინი ძალაში რჩება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი კვლავ რჩება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებული იქნება 2 კვირიანი კარანტინი გაიაროს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელი იქნება პირის თვითიზოლაციაში გადაყვანა.

"ჯერჯერობით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ყველა შემოსული ადამიანისთვის 2 კვირიანი კარანტინი, გარდა შესაძლებელია იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა ე.წ. ძალიან დიდ შემთხვევაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები