საქართველო-დაღესტნის საზღვარზე დაკავებული 23 წლის დავით ვარდოშვილი სამშობლოს დააბრუნეს. დაახლოებით ორიკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, ახლგაზრდა საქართველოს საზღვარზე გუშინ გვიან ღამით გადმოიყვანეს.
"კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის დავით ვარდოშვილი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები 23 წლის ბიჭი რუსმა მესაზღვრეებმა, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 13 ივნისს დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, დავით ვარდოშვილი ყადორის მთაზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მესაზღვრეების ტყვეობაში აღმოჩნდა.