08 სექტემბერი 2026,   05:24
ვრცლად
რის გამო ვეღარ ახერხებს ბაჩანა შენგელია ნოტარიუსის საქმიანობის გაგრძელებას - მან მედიას საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება წარმოუდგინა

რის გამო ვეღარ ახერხებს ბაჩანა შენგელია, როგორც ნოტარიუსი, საქმიანობის გაგრძელებას. ია კერზაიას შვილი ისევ ფიქრობს, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა ყველა მეთოდით.

ცოტა ხნის წინ ბაჩანა შენგელიამ იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ შეუწყვიტეს მას წვდომა ელექტრონულ რეესტრთან.

ბაჩანა შენგელიამ მედიას საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინებაც წარმოუდგინა, სადაც წერია, რომ სასამართლომ მისი განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით დაადგინა და დააკმაყოფილა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნული დოკუმენტის იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენას გეგმას და იმედოვნებს, რომ დღესვე მიეცემა მას შესაძლებლობა კვლავ ჰქონდეს წვდომას რეესტრთან და შესაბამის პროგრამებთანაც.

"ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩემთვის საქმიანობის შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა ნოტარიატის შესახებ კანონს. ასევე, მე უფლება მქონდა, კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, დამესვა ჩემი თავის სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში და სასამართლომ პრაქტიკულად დაადგინა ის დარღვევები, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ჩადენილი სულ რაღაცა 1 დღეში. გერბიანი ბეჭედიც ახლავს მას და დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ბრძოლამ პირველი ეტაპისთვის ეს შედეგი გამოიღო,"- განაცხადა იურისტმა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები