25 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
23 წლის ქალისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

23 წლის გოგოსთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს. დღეს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს.

მამაკაცს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ედავება. ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ დრომდე მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, 24 წლის მამაკაცმა ყოფილი შეყვარებულის, 23 წლის გოგონას დაწვა სცადა. 

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. 

დღის ამბები