20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველის დაკავების შესახებ "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა

"კურიერის" ინფორმაცია ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველის დაკავების შესახებ დადასტურდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცავები მოსყიდვაში უცხოური საწარმოს თანამშრომელს ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით სამუშაოებზე ზედამხედველს, ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიის შპს "პოზიტივ ფაილის" მფლობელისთვის პრობლემები არ უნდა შეექმნა და სამუშაოების გაჭიანურების შესახებ ინფორმაცია უნდა დაემალა. სანაცვლოდ ბრალდებულმა 44 000 ლარი მიიღო.

დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები