27 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
სურამში კაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა იმ დროს მიაყენა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა

მკვლელობა სურამში - ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. 40 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა იმ დროს მიაყენა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა.

დამნაშავემ მკვლელობა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაბა სურამში დატრიალებული ოჯახური ტრაგედიის კონკრეტული მოტივი უცნობია. ვრცელდება მხოლოდ ვერსიები. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. მამაკაცი დაკითხვაზეა გადაყვანილი. საცხოვრებელ სახლში კი, სადაც ტრაგედია მოხდა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

დღის ამბები