24 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 44 წლის ქალი გუშინ საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ის შემოვიდა რუსეთიდან მოხვდა კარანტინის ზონაში, თითქმის მთავრდებოდა კარანტინის პერიოდი, საკონტროლო ტესტირება გაუკეთეს და აღმოჩნდა კოვიდ ინფექცია. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს," - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 48 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

დღის ამბები