18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
აჭარაში ერთი ოჯახის 5 წევრს კორონავირუსი დაუფიქსირდა, მათგან 2 არასრულწლოვანია

აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ისინი ოჯახის წევრისგან დაავადდნენ, რომელიც სატვირთოს მძღოლია საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მძღოლს საზღვარზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა კოვიდზე უარყოფითი იყო, რის შემდეგაც მძღოლი ერთი დღით ბათუმში ოჯახში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცს covid19 აღმოაჩნდა.

უკვე ჩატარდა საცხოვრებელი სახლის დეზინფექცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას. ამ ეტაპზე სატვირთოს მძღოლის ოჯახთან კონტაქტირებული 18 პირია გამოვლენილი. მათ უკვე ჩაუტარდათ სწრაფი ტესტი და თვითიზოლაციაში არიან.

"2 გახლავთ არასრულწლოვანი 4 წლის და  1 წლამდე ასაკის ბავშვი, მათ ერთჯერადი ცხელება დაუფიქსირდათ. დანარჩენი 3 არის სხვადასხვა ასაკის პირები, რომელთაც პრაქტიკულად არანაირი ჩივილი არ აქვთ," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ახალი შემთხვევიდან 4 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 1 კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.  კორონავირუსის დიაგნოზით აჭარაში სულ 7 პაციენტია.

დღის ამბები