ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის დროულად ჩარევის შედეგად, პირველი სართულის გადარჩენა მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლში მეპატრონეები არ ცხოვრობდნენ. ისინი სახლით მხოლოდ ზაფხულის ბოლოს სარგებლობდნენ ხოლმე. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.