18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
არავინ არავის დაინდობს თუ "მერსედესში" მსხდომების კავშირი გამოვლინდა - მირიან ნიკოლაძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

"კურიერმა" გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები გაარკვია - იყვნენ თუ არა "მერსედესის" მარკის ავტომობილის მგზავრები ხიდის ქვეშ მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ეს ტერიტორია მანამდე ერთხელ უკვე დატოვეს და 2 მგზავრი აგარაკზე მიიყვანეს.

სატელეფონო ანძების ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ იკვეთება, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები "მერსედესში" მსხდომ პირებს უკავშირდებოდნენ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმ შესაძლო ვერსიაზეც, რომ "ტოიოტას" მგზავრების დასახმარებლად "მერსედესის" მგზავრები ხიდის ქვეშ მივიდნენ.

"გამოძიებას, როდესაც უნდა დაადგინოს, რა გარემოებაში, რა ვითარებაში, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, სჭირდება კომპლექსური მიდგომა. თუნდაც სხვადასხვა დარგის ექსპერტის.

თუ გამოვლინდა "მერსედესის" მარკის ავტომობილის კავშირი, იმ ექვსეულსაც მივაყოლებთ. არავინ არავის არ დაინდობს თუკი ეს გამოვლინდა.

ერთი უბნიდან წამოვიდნენ და ერთად მოქმედებდნენ, ამიტომ ზუსტად ის მუხლი აქვთ წარდგენილი, რაც უნდა ჰქონდეთ,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი და ბრალი გადაკვალიფიცირებულია.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეს მე-17-ე ტომი დაემატა.

ამავე თემაზე
დღის ამბები