მარტვილში 3 დღის წინ გარდაცვლილი ქალის ახლობლები ცხედრის ხობში გადასვენებას მოითხოვენ, თუმცა ქმრის ოჯახი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ფაქტი ნადარეიშვილების ოჯახმა გააპროტესტა და ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტა.
გარდაცვლილი გოგოს მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი ქმრის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.
"მე მინდა ჩემი შვილი აქეთ გადმოვასვენო, აქ დავასაფლავო, აქ ვიარო ჩემს ახლოს, იქ მაინც ვერ მივალ. ჩემი შვილი არის მსხვერპლი, რომელზეც ძალადობდნენ, ფსიქოლოგიურად მონად ჰყავდათ. ქმარიც, დედამთილიც, მულიც აშინებდა," - განაცხადა გარდაცვლილის მამამ გოჩა ნადარეიშვილმა.
26 წლის ქალი მარტვილში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ ნახეს.