20 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა. მან აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის მხარდაჭერა მოიპოვა. 

"ვეცდები, მთელ გუნდთან ერთად და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ერთად, მათი აქტიური ჩართულობით განვახორციელო ყველა ის პუნქტი, რომელიც მე მქონდა გეგმაში გაწერილი. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ 2024 წლისათვის უნივერსიტეტმა მაქსიმალურად მიაღწიოს საერთაშორისო სტანდარტებს," - აცხადებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.

უნივერსიტეტის რექტორობა კიდევ ერთ კანდიდატს, ინგა შამილიშვილს სურდა. ის აჭარის განათლებისა და კულტურის ყოფილი მინისტრია. მან პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბათუმის ქუჩებში რუსული დროშებით მსვლელობა მოეწყო. საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

დღის ამბები