08 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ოთარ სირაძეს 4 ივლისს მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ოთარ სირაძეს 4 ივლისს მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა. პროკურატურამ ოთარ სირაძეს და მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დრომდე გამოძიება 139-ე მუხლით მიმდინარეობდა.

ბრალდებას არ ეთანხმება ოთარ სირაძე, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. მომხდარს კი, მის მიმართ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.

მისივე თქმით, ნებისმიერი სასჯელისთვის მზად არის. სირაძეების ადვოკატის რობიზონ ხურცილავას თქმით, თუ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეეფარდათ, ისინი გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.

სასამართლო 24 საათში ჩაინიშნება, პროცესი დისტანციურად გაიმართება.

დღის ამბები