18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
შეხვედრა ფოთის მერიაში - ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს ფოთის მერიაში შეხვდა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე იმუშავებს. ჰაერის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, თბილისიდან მოწვეულ იქნება შესაბამისი სამსახური, რომელიც შეისწავლის ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებს.

სამუშაო ჯგუფს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით წვერავა ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარედ არსებული ტერმინალების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

დღის ამბები