აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის მოსახლეობა აქციას მართავს, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 8 წლის მანძილზე ისინი ქობულეთში ერთ-ერთ შენობაში ცხოვრობენ, რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ შენობა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა და მათ გამოსახლებას აპირებს.
აქციის მონაწილეები სოციალურად დაუცველები არიან და აღნიშნულ შენობაში 8 წლის წინ თვითნებურად შესახლდნენ. იმ შემთხვევაში, თუ შენობიდან გამოსვლა მოუწევთ, ისინი საცხოვრებლის გარეშე დარჩებიან.