18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
100-მდე შემთხვევა ბოლო 10 დღეში - საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა იზრდება

გარდაბნის შემდეგ საქართველოში ინფიცირების კერა შესაძლოა ქუთაისი გახდეს. 61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა კავშირი მეზობლებთან და ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებთანაც ჰქონდა . ის იმერეთში ე.წ. კეჩის ბაზრობაზე თავადაც მუშაობდა. თუმცა 19 ივლისის შემდეგ ინფიცირებული იქ აღარ მისულა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. დღეს ადგილზე მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ეპიდემიოლოგები დახვდნენ, რომლებიც იქ დასაქმებული პირების მონაცემებს ამოწმებდნენ. ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კავშირში მყოფი 25 პირი უკვე მოძიებულია, აქედან 7 ოჯახის წევრია.

61 წლის ქალი, რომლიც ინფიცირების წყარო დაუდგენელია, ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე ცხოვრობს. ადგილზე მისულ კურიერის გადამღებ ჯგუფს მეზობლებმა უთხრეს, რომ ეპიდემიოლოგები უკვე იყვნენ და მათ ნაწილს თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ.

გახდება თუ არა ბათუმის "რედისონი" ინფიცირების გავრცელების წყარო. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ადამიანთან ქონდათ ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კონტაქტი. მოგზაურები საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდნენ. აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში მივიდნენ, რედისონის ხელმძღვანელობის ინფორმაციით კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩატარებული ქონდათ. საქართვლოში ჩამოსვლის შემდეგ 2-ჯერ მოხდა მათი მონაცემების გადამოწმება , განმეორებითი შემოწმების დროს ოჯახის ერთ წევრს, "კურიერის" ინფორმაციით, ბავშვს ვირუსი დაუდასტურდა. იზოლაციაშია სასტუმროს მეათე სართული და 4 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი.

საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა, გასაკვირი არ არის ინფექციონისტებისთვის . მით უმეტეს, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.

თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს , რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მოსახლეობის მიერ ყურადღების მოდუნებაც იყოს.

ექიმები, რომლებიც პირისპირ ებრძოდნენ უხილავ მტერს, ინფიცირებულთა მომატებულ სტატისტიკას იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტას უკავშირებენ, რომლის გატარებაც აუცილებელია. ლევან რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა ნორმები.

ვირუსს აქვს პოტენციალი და ძალა უკან მობრუნების. 2 თვიანი სტაბილური ეპიდსიტუაციის შემდეგ სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები პანიკის საფუძველს არ ქმნის, თუმცა საყურადღებოა, რადგან შემოდგომისთვის კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ქვეყანა მზად.

საქართვლოში ბოლო 10 დღეში ვირუსის 100 - მდე შემთხვევა დაფიქსირდა აქედან 12-ის ინფიცირების წყარო უცნობია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები