08 სექტემბერი 2026,   00:24
ვრცლად
ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები, ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, რეგულაციებს აუცილებლად უნდა შესრულება - მარინა ეზუგბაია​

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა  დირექტორმა ტრადიციულ ბრიფინგზე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ინფექციური საავადმყოფოში შესული ახალი პაციენტები ინფიცირების წყაროები მიმოიხილა.

მარინა ეზუგბაიამ, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსახლეობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს და შესაბამისი რეგულაციები დაიცვას:

მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ 30 პაციენტი იყო და ბოლო 24 საათში 8 პაციენტი დაემატა. საავადმყოფოში შესული ახალი შემთხვევებიდან  5 ლილოს ბაზრობის წყაროა, 2 გაჩიანის და ერთი სამედიცინო პერსონალი. 38  პაციენტიდან მძიმედ ითვლება 3, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში არ უარესდება.

"ჩვენ ვამბობთ რომ ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები და ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. კოვიდი არ წასულა, რჩება ქვეყანაში. რეგულაციებს აუცილებლად უნდა შესრულება, სადაც დისტანცირებაა შესაძლებელი, დისტანცირება უნდა წარმოებდეს. პირბადეები აუცილებლად უნდა გვეკეთოს. აუცილებელია ხელის და პირადი ჰიგიენის დაცვა, თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან. ეს რეგულაციები არ არის შექმნილია ჩვენთვის, რომ დავიცვათ თავები და საყვარელი ადამიანები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები