19 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან - ოჯახის წევრები და ახლობლები დღესაც, ტრადიციულად, მის საფლავზე შეიკრიბებიან.
"რუსთავი2-ის" ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
"19 წელი გავიდა გიორგის მკვლელობიდან და ეს საქმე ისევ გაუხსნელად მიგვაჩნია ჩვენ და მთელ საზოგაოდეიბას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალებით ძიებას, გვიწევს საკუთარი ძალებით ამ ძიების გაგრძელება. დრო ბევრი გავიდა, მაგრამ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არ გავჩერდებით და საბოლოოდ ამ საქმეზე ჭეშმატირება დადგინდება,"-განაცხადა "კურიერთან" გიორგი სანაიას ძმამ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.