08 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
ოზურგეთის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან

ოზურგეთის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან. სამუშაოების ფარგლებში ახლიდან გადახურეს სკოლა, უკვე დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეკეთდება საკლასო ოთახები და მოეწყობა სველი წერტილები.

სკოლის სრული განახლებისთვის მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო.

სოფელ ბახვში სკოლის შენობა საუკუნე ნახევრის არის და ის 700-ს მოსწავლეზეა გათვლილი.

დღის ამბები