19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
როგორ შეცვალა პანდემიამ ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის შემოქმედება

როგორ შეცვალა პანდემიამ ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის შემოქმედება - როგორია ლონდონში მცხოვრები მხატვრის, ანნა სტაინჰაუს-კანდელაკის შემოქმედებითი ცხოვრება და როგორ შეცვალა მისი ყოველდღიურობა პანდემიით გამოწვეულმა "ლოქდაუნმა" - ამას ელენე ფირცხალაიშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.

ანნა სტაინჰაუს-კანდელაკი 20 წელია ინგლისში ცხოვრობს, როგორც თავად ჰყვება ფერწერით დაინტერესებული იყო ბავშვობიდან, თუმცა ხატვა დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო. ხატვის კურსები სხვადასხვა სამხატვრო დაწესებულებაში გაიარა, საბოლოოდ კი პორტრეტის ხატვას ლონდონის სამხატვრო აკადემიაში დაეუფლა.

მისი თქმით, საკუთარი ნამუშევრით იშვიათადაა კმაყოფილი და გია ყანჩელის პორტრეტი სწორედ ასეთ გამონაკლისთა შორისაა.

ანნა სტაინჰაუს-კანდელაკის თქმით, პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის დროს მის ყოველდღიურობაში ახალი აქტივობებიც გაჩნდა, როგორც ის ამბობს ადამიანი არ უნდა ჩაიკეტოს ერთ საქმეში და ყველა იმ საქმის გაკეთება სცადოს რაც მას აინტერესებს, ასეთად კი ის ფიზიკური ვარჯიშის ონლაინვიდეოების ჩაწერას და მოდელირებას ასახელებს.

დღის ამბები