19 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

გოგი თოფაძის შვილიშვილი, რომელიც დღეს დილით გამთენიისას, დაჭრეს ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ოჯახის ადვოკატი გიორგი ანთაძე მედიასთან აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურად არის.

ჯერჯერობით დაჭრილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.

"ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა ვითარებაში მოხდა დაჭრა და როგორ, ამ ეტაპზე, სანამ დაზარალებულად არ გვცნობენ ინფორმაციას არ ვფლობთ. როგორც ვიცი ერთი ჭრილობა ფილტვში აქვს ცივი იარაღით მიყენებული. ხარისხი როგორ და რანაირად განისაზღვრება ამისთვის ექსპერტიზა იქნება საჭირო,"- განაცხადა გიორგი ანთაძემ.

დღის ამბები