სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ მსხალგორში, სადაც დატბორილია სახლის პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც, თუმცა ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში მუშაობას დღეს დილიდან დაიწყებენ.