წყნეთის გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ლერი სულაბერიძე, უფლებადამცველთან ერთად, კიდევ ერთხელ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. ამჯერად ის საქმის მასალებს გაეცნო.
"კურიერთან" საუბრისას ლერი სულაბერიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ იგი დაკავებულ ირაკლი ღლონტს არ იცნობს და მასთან არანაირი პირადი დაპირისპირება არ ჰქონია.
"ხშირად მიწევს მოსვლა ჩვენების დასაზუსტებლად და არ ვიცი რა ხდება. მინდა რომ მასალებსაც გავეცნო. ირაკლი ღლონტთან მე არანაირი გადაკვეთა და პირადი ურთიერთობა არ მქონია,"- აცხადებს ლერი სულაბერიძე.
შემთხვევა წყნეთის გზაზე 29 ივლისს მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმისთვის დაკავებულია ირაკლი ღლონტი. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.