27 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის დღეს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძება უნდა განსაზღვროს. 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის მამაკაცისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს. 

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. მკვლელობის შემდეგ ვითარება ქალაქში უკიდურესად დაიძაბა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წარედგინა 2 მუხლით, 108-ეთი და 236-ე მუხლით და 236-ე მუხლის ნაწილში ეთანხმება ბრალს, 108-ე მუხლის ნაწილში არ ეთანხმება. დუმილის უფლებას იყენებს და ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისთვის," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ ბილაბანიშვილი.

დღის ამბები