26 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა რომ გაგნიძემ და რევაზიშვილმა გზა გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს - ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე

დღეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უნდა გადასცენ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები დევს საქმეში. საუბარია ახალ ჩვენებებზე.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერი დევს. პროცესი უკვე სასამართლოში უნდა გადავიდეს. 

"თუ ეს მტკიცებულებები 2 კვირის წინ არსებობდა და ბრალდების მხარე ამბობდა, რომ მაშინ არ ჰქონდათ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იმისათვის, რომ ბრალი წარედგინათ ამ ადამიანებისთვის, საინტერესოა რა შეიცვალა დღეს, რომ იგივე მტკიცებულებებით ბრალი წარუდგინეს მათ. საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გაგნიძემ და რევაზიშვილმა გზა გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს. თუ ეს ხალხი ყველა ხევში იყო ჩასული, მაშინ ვინ ეძებდა ამირხანაშვილსა და ახვლედიანს," - აცხადებს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

ვახო ჩიქოვანის ადვოკატიც არ ეთანხმება პროკურატურის გადაწყვეტილებას და გამოძიებას არაობიექტურს უწოდებს. 

"ძალიან ბევრი პროკურორი, ბევრი სასამართლო და ბევრი მკვლელი მინახავს, მაგრამ ეს იყო ყველაზე მეტად დასაბუთებული აბსურდი. არავითარი დამსჯელი რაზმი არ წასულა თბილისიდან. პირიქით, ვაკე-საბურთალოელები იყვნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და მთელი ღამე დადიოდნენ საქეიფოდ. ვახტანგ ჩიქოვანი არავის დადევნებია, მას არაობიექტურად დასდეს ბრალი,"- განაცხადა ვახო ჩიქოვანის ადვოჯატმა. 

დღის ამბები