19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
მავნე ნივთიერება პირადი მოხმარების საგნებში - შამპუნში, შხაპის გელსა და დეოდორანტში ტყვია აღმოჩნდა

ტოქსიკური ნივთიერება ტყვია, ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველოში ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და ნივთიერებების უმრავლესობაში ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. პირადი ჰიგიენის საშუალებებში - "ნივეაში", "ჩისტაია ლინიასა" და მათ შორის, ქართული წარმოების დეოდორანტ "ინჯოიში" - ტყვიის შემცველობა გერმანიის ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, დასაშვებს აღემატება.

ტყვია ერთ ერთია იმ ქიმიურ ჩამონათვალში, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ მავნე ზეგავლენას, სწორედ ეს ნივთიერება აღმოჩნდა შამპუნში, შხაპის გელსა და დეოდორანტში, რომლებიც თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება.

ერთი შეხედვით, ჰიგიენის დაცვითი საშუალებები შესაძლოა მომავალში ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევებს მიზეზი გახდეს, რაც აუტიზმს, ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის სინდრომსა და კითხვის უუნარობას იწვევს.

დღის ამბები