29 ოქტომბერი 2026,   02:30
ვრცლად
"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ეკა გიგაური

"ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა დაწერა.

ეკა გიგაურმა facebook პოსტში წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც მათ კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს.

გიგაურის პოსტს დაპირისპირება სოციალურ ქსელშივე მოყვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა.

"ერთი რომელიმე ჯგუფის დამსახურება არ არის არც ის, რაც განსაკუთრებულად კარგად გამოდიოდა და ასეთი ბევრი რამ იყო და არც ის არის მხოლოდ ერთი ჯგუფის ბრალი, რაც არ გამოვიდა.

ყველაზე ძლიერები მაშინ ვიყავით, როცა ყველანი ერთად ვიდექით, საქმეს ვინაწილებდით და ბრძოლიდან არავის ვრიყავდით. როგორც კი ადამიანების ან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დავიწყეთ, მაშინ დავიშალეთ და დავსუსტდით", - წერს ეკა გიგაური.

დღის ამბები